Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო სიმპოზიუმი - სიტყვაწარმოების საკითხები კავკასიის ენებში

2024 წლის 12-13 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ,  ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო სიმპოზიუმზე.

სიმ­პო­ზი­უმ­ზე გან­ხი­ლუ­ლ იქნება სიტყვაწარმოების საკითხები კავკასიის ენებში.

მოხსენებები შეეხება კავკასიის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნებისმიერი ენობრივი ოჯახის ენის და, აგრეთვე, დიალექტის სიტყვაწარმოების საკითხებს.

         განიხილება მეტყველების ნებისმიერი ნაწილის სიტყვაწარმოება როგორც სინქრონიულ, ისე დიაქრონიულ ასპექტებში.

თე­მა­ტი­კა:

 ●  სიტყვაწარმოების თეორიული საკითხები.

 ●  აფიქსური სიტყვაწარმოების სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზი.

 ●  კომპოზიტური სიტყვაწარმოების სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზი.

 ●   რედუპლიკაცია.

 ● ლექსიკალიზაცია.

 ● სიტყვაწარმოების სხვა საშუალებები.

 ● სიტყვაწარმოების ონომასიოლოგიური და სემასიოლოგიური ასპექტები.

 ● სიტყვაწარმოების ტიპოლოგია.

 ● სიტყვაწარმოება და კოგნიტიური ლინგვისტიკა.

 ● სიტყვაწარმოება და ანთროპოლოგიური ლინგვისტიკა, ეთნოლინგვისტიკა.

 ● სიტყვაწარმოება და არეალური ლინგვისტიკა.

 ● სიტყვაწარმოების  შედარებითი და შეპირისპირებითი კვლევა სხვადასხვა     ენებსა და დიალექტებში.

 ● სიტყვაწარმოება და დარგობლივი ლექსიკა.

 ● სიტყვაწარმოება და ტერმინოლოგია.

 ● სიტყვაწარმოება და ლექსიკოგრაფია.

 ● სიტყვაწარმოება და თანამედროვე ინფორმაციულ-კომპიუტერული ტექ­ნო­ლო­გიე­ბი – მონაცემთა ანოტირე­ბის სა­კი­თხე­ბი, დოკუმენტაცია, მონაცემთა ბაზების შექმნა და სხვ.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი თბილისი.

სიმპოზიუმის გახსნა: 12 ნოემბერი, (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუსთაველის გამზირი, 52, III სართული, პრეზიდიუმის დარბაზი, ბიბლიოთეკა)

 09:30 – მონაწილეთა რეგისტრაცია

 10: 00 – სიმპოზიუმის გახსნა, მისალმებები, მოხსენებები

13:00 – 14:00 – შესვენება

 14: 00 – 17: 00 – სექციური სხდომები

 

 13 ნოემბერი  (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი, 1, აუდ. №202, №212)

10:00 – 13:00 – სექციური სხდომები

13:00 – 14:00 – შესვენება

პ ლ ე ნ ა რ უ ლ ი ს ხ დ ო მ ა

 14:00 – 18:00 – მოხსენებები

18:00 – შემაჯამებელი სხდომა

იხ. სიმპოზიუმის პროგრამა

თარიღი: 29/10/2024